ცარიელი მერხები სკოლასთან- ჩაქვში ავარიაში დაღუპულ მოსწავლეებს გლოვობენ

ავტომანქანა, რომელშიც ახალგაზრდები ისხდნენ, ხევში გადაიჩეხა

ჩაქვის პირველ საჯარო სკოლასთან 4 ცარიელი მერხი დადგეს –ასე გამოეხმაურნენ სკოლის ადმინისტრაცია და მოსწავლეები გუშინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, აღნიშნული სკოლის მოსწავლეების ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტს.

ჩაქვის პირველი საჯარო  სკოლის ოთხი მეთერთმეტეკლასელი და ჩაქვის გიმნაზიის კიდევ ერთი მოსწავლე გუშინ, 25 დეკემბერს მტირალას პარკთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპნენ.

ავტომანქანა, რომელშიც ახალგაზრდები ისხდნენ, ხევში გადაიჩეხა.

მომხდართან დაკავშირებიტ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

  • 297
  •  
  •  
  •  
  •