2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი ლაშა ტალახაძეა

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, გასული წლის მსგავსად, წელსაც, 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი ლაშა ტალახაძე დაასახელა.

ქართველმა ფალავანმა, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები ტრიუმფით დაასრულა და თავისივე დამყარებული რეკორდები დაამხო.

წლის საუკეთესო სპორტსმენი სეოკ-მა ხმის მიცემით გამოავლინა. ყველაზე მეტი ხმა სწორედ ლაშა ტალახაძეს ერგო, შედეგებით მეორე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი იყო, მესამე კი – ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი.

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის რჩეულთა სია ასე გამოიყურება:

წლის საუკეთესო სპორტული ფედერაცია – ჭიდაობის ფედერაცია

წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი – ნინო სალუქვაძე

წლის საუკეთესო მწვრთნელი – გიორგი იანტბელიძე

წლის საუკეთესო სპორტული მენეჯერი – კახი კახიაშვილი

რეგიონალური აქტივობისთვის – სეოკის ქვემო ქართლის რეგიონული ორგანიზაცია

ქალთა სპორტში დასაქმებული საუკეთესო მწვრთნელი – გიორგი თენაძე

წლის საუკეთესო სპორტსმენები ზამთრის სახეობებში – გიორგი რევია და მარია კაზაკოვა

წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი – გოგა ბითაძე

ოლიმპიური იმედი და წლის აღმოჩენა – ლუკა მაისურაძე

ოლიმპიური აღმოჩენა და წლის იმედი – ეთერ ლიპარტელიანი

წლის საუკეთესო პარასპორტსმენი – ირმა ხეცურიანი

  • 367
  •  
  •  
  •  
  •