„ტვ პირველისა“ და „კავკასიის“ ანგარიშებს ინკასო დაედო

ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ აღნიშნული პრაქტიკულად ტელევიზიის გაჩერებას ნიშნავს.

ტელეკომპანიების „ტვ პირველის“ და „კავკასიის“ ანგარიშებს ინკასო დაედო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „პირველის“ ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.

ამას გარდა, თავის მხრივ, როგორც ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული პრაქტიკულად ტელევიზიის გაჩერებას ნიშნავს.

„აჰა, მოვიდა ინკასო იგი და დაედო ჩემს ანგარიშებს. მადლობა მთავრობას. ეს პრაქტიკულად ტელევიზიის გაჩერებას ნიშნავს, რადგან ორგანიზაცია ვერ შეძლებს ვერანაირი ოპერაციის განხორციელებას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის ტელევიზიებს – იმედს, რუსთავს და მაესტროს ბიუჯეტის 55 მილიონი მართებთ და არავინ აპირებს ამის გამო, ტელევიზია გაუჩეროს. საჭიროც აღარ არის მგონი რამის თქმა. ყველაფერი ისედაც გასაგებია“, – წერს ჯანგირაშვილი.

  • 10
  •  
  •  
  •  
  •