ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის ჩაქრობას ვერ ახერხებენ

მ დროისათვის, ძლიერი ხანძრის სამი კერა ფიქსირდება

ოკუპირებულ აფხაზეთში ცეცხლის მასშტაბური კერებია გავრცელებული. ამ დროისათვის, ძლიერი ხანძრის სამი კერა ფიქსირდება- სოხუმის, ოჩამჩირისა და გაგრის რაიონებში.

ცეცხლი ძირითადად, მიუვალ ადგილებშია გაჩენილი, სადაც მაშველები და მეხანძრეები მისვლასა და მის ლოკალიზებას ვერ ახერხებენ.

„ჯერ არ შეგვიძლია ხანძრის ქრობა. თუმცა, არც დიდი ფართობი იწვის, რომ დახმარებისთვის რუს კოლეგებს მივმართოთ ავიაციის ჩასართავად“, – აცხადებენ ოკუპირებული აფხაზეთის სამაშველო სამსახურში.

აღსანიშნავაი, რომ სოხუმის რაიონის სოფელ აკაპაში ტყე იწვის, სადაც მეხანძრეები ცეცხლს ხელით აქრობენ. აქ ხანძარი 21 დეკემბერს გაჩნდა, რომელმაც ტყის ათამდე ჰექტარი მოიცვა. რაც შეეხება გაგრას, იქ ხანძარი 22 დეკემბერს დაფიქსირდა.

ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზად ადამიანურ ფაქტორს ასახელებენ.

  • 19
  •  
  •  
  •  
  •