მტირალას პარკთან ავტოსაგზაო შემთხვევას 5 არასრულწლოვანი ემსხვერპლა

დაღუპულები 17 წლის მოზარდები არიან, რომლებიც თანაკლასელები იყვნენ

ჩაქვში, მტირალას ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანი შეეწირა. მანქანა ხევში გადავარდა. როგორც ცნობილი ხდება, დაღუპულები 17 წლის მოზარდები არიან, რომლებიც თანაკლასელები იყვნენ.

გარდაცვლილთა ცხედრები ამ დროისათვის, ხევიდან უკვე ამოყვანილია.

მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

  • 27
  •  
  •  
  •  
  •