ბიბილოვი გაფრინდაშვილზე – სასჯელი არ არის სასტიკი, როცა ადამიანი არღვევს კანონს განზრახ, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე კომენტარი გააკეთა. ანატოლი ბიბილოვი ამბობს, რომ ექიმისთვის სასჯელის სახით ერთი წელი და 9 თვის მისჯა, ადეკვატური ზომაა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე კომენტარი გააკეთა. ანატოლი ბიბილოვი ამბობს, რომ ექიმისთვის სასჯელის სახით ერთი წელი და 9 თვის მისჯა, ადეკვატური ზომაა.

„მე ვერ ვიტყვი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის მკაცრი ან სასტიკი. აბსოლუტურად არა. პირმა, რომელიც არღვევს კანონს, პასუხი უნდა აგოს, მით უმეტეს, როცა ადამიანი ამას განზრახ აკეთებს, ეს დაუსჯელად არ უნდა დარჩეს. ერთადერთი, რაც სამწუხაროა, არის ის, რომ ამ სიტუაციის პოლიტიზაცია ხდება“, – განაცხადა ბიბილოვმა.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს პატიმრობა რამდენიმე დღის წინ შეუფარდა. ქართველი ექიმის სასჯელი 1 წლით და 9 თვით განისაზღვა.

ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე თვეზე მეტია, საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობაში იმყოფება. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს. ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებენ.

  • 32
  •  
  •  
  •  
  •