ზედიზედ მეოთხედ – ლაშა ტალახაძე სპორტულ ჟურნალისტთა რჩეულია

2019 წლის საუკეთესო მწვრთნელად გიორგი ასანიძე დასახელდა

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ყოველწლიური შემაჯამებელი დაჯილდოების ცერემონიალი გამართა, სადაც ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტებმა წლის საუკეთესო სპორტსმენები, მწვრთნელები და ნაკრებები გამოავლინეს.

წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად გოგა ბითაძე დასახელდა. მესამე ადგილი ლუკა მაისურაძეს ერგო, მეორე კი – ეთერ ლიპარტელიანს.

საუკეთესო მწვრთნელი, სპორტულ ჟურნალისტთა ვერსიით გიორგი ასანიძე გახდა, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთ ნაკრების თავკაცი, გიორგი იანტბელიძე, მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო მესამეზე – წყალბურთელთა ნაკრების მწვრთნელი – რევაზ ჩომახიძე.

საუკეთესო ნაკრებად ძალოსანთა ეროვნული გუნდი დასახელდა, მეორე ადგილი წყალბურთელებს ერგოთ, ხოლო მესამე – თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს.

საუკეთესო ქალი სპორტსმენი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანია. მეორე ადგილი – ნინო ოძელაშვილი, მესამე – ნინო სალუქვაძე.

ზედიზედმ მეოთხედ, სპორტულ ჟურნალისტთა რჩეული ლაშა ტალახაძე გახდა და მას ერგო 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული, მეორე ადგილზე გენო პეტრიაშვილი გავიდა, ხოლო მესამეზე – ლუხუმ ჩხვიმიანი. სამივე მათგანმა, წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

  • 1.3K
  •  
  •  
  •  
  •