ატენის ხეობაში ცეცხლს 20-მდე მეხანძრე ებრძვის

სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში, ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცის მიმდებარედ, ტყეში ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნება. მათივე ცნობით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებულნი და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

„ადგილზე მობილიზებულია 20-მდე მეხანძრე-მაშველი. მიმდინარეობს დამატებითი ძალის მობილიზება. რთული რელიეფის გამო ცეცხლთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკით მისვლა ვერ ხერხდება. გათენებისთანავე, საჭიროების შემთხვევაში, ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი”,-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • 15
  •  
  •  
  •  
  •