ქრთამის აღების ფაქტზე ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტი დააკავეს

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს, სამცხე – ჯავახეთის სატყეო სამსახურის სპეციალისტი დააკავეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ხე – ტყის წარმოშობის დამადასტურებელი ყალბი ცნობის გაცემის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით, თანხა გამოართვა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

  • 2
  •  
  •  
  •  
  •