ზვიად გამსახურდიას ვაჟი დაჭრეს

ცოტნე გამსახურდია ამ დროისათვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თბილისში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია დაჭრეს. როგორც ცნობილია, მას ჭრილობები გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით მიაყენეს.

ცოტნე გამსახურდია ამ დროისათვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

  • 3
  •  
  •  
  •  
  •