რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან სროლას მსხვერპლი მოჰყვა

შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი მძიმედ დაიჭრა.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა.

რუსული მედიის ინფორმაციით, შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი მძიმედ დაიჭრა. მათ შორის პოლიციელები და ეროვნული უსაფრთხოებისა სამსახურის თანამშრომლებიც არიან.

არსებული ცნობებით, ეჭვმიტანილმა რუსეთის საიდუმლო სამსახურთან კალაშნიკოვის ტიპის იარაღიდან ისროლა.

მოსკოვში, უწყების შტაბ-ბინის მიმდებარედ, ქუჩები ამ დროისათვის ბლიკირებული და ევაკუირებულია. ტერიტორიის დატოვებისკენ მოსახლეობას პოლიციამ მოუწოდა.

უცნობია მომხდარის მოტივი. გამოძიება ამ დრომდე არკვევს, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა თუ მას თანამზრახველები ჰყავდა.

  • 6
  •  
  •  
  •  
  •