სორანოში ქართული კრიმინალური ბანდა დააკავეს

48, 47, 25 და 38 წლის ქართველი მამაკაცების დაკავებისას პოლიციამ, ავტომობილიდან ნაქურდალი ძვირადღირებული ნივთებიც ამოიღო.

იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს.  ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცები, რომლებიც იტალიის ქალაქ ნეაპოლში იყვნენ ჩაწერილები ქალაქ სორანოსთან ახლოს მაგისტრალზე მასშტაბური სამძებრო სპეცოპერაციის ფარგლებში აიყვანეს.

ქართველებზე ძებნა მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მამაკაცებმა სორანოში ერთ-ერთ სუპერმაკრეტში ნივთები მოიპარეს და რუგზაკებში ჩაიწყვეს, შემდეგ კი ადგილიდან პოლონური სანომრე ნიშნების ავტომობილით გადაადგილდნენ.

ფაქტი მაღაზიის თანამშრომლებმა პოლიციას აცნობეს, ამის შემდეგ კი სორანოს შიდა გზები და მთავარი მაგისტრალების გადაკეტვა და პოლიციის მობილიზაცია მოხდა.

 

 

48, 47, 25 და 38 წლის ქართველი მამაკაცების დაკავებისას პოლიციამ, ავტომობილიდან ნაქურდალი ძვირადღირებული ნივთებიც ამოიღო.

ამ დროისათვის, ქართველები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, მათ წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს.

 

 

  • 15
  •  
  •  
  •  
  •