დრეზდენის Palais Sommers – ის თანადამფუძნებელი ალეკო ადამია გარდაიცვალა

დრეზდენის Palais Sommers – ის თანადამფუძნებელი, ქართველი ხელოვანი ალეკო ადამია გარდაიცვალა.
გერმანული მედიის ცნობით, საქართველოში დაბადებულ, ხელოვანს გულის პრობლემები ჰქონდა ის, 57 წლის ასაკში დაიღუპა.

ადამიამ დრეზდენის საზაფხულო სასახლის ფორმირებას ხელი შეუწყო და მრავალი მხატვრის მონაწილეობა შთააგონა.

“მხატვრების გაცვლა თბილისის სამხატვრო აკადემიასთან და კანალეტოს პრემია ალეკოს გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. ჩვენი ღრმა მწუხარება და თანადგომა ალეკოს ოჯახს საქართველოსა და გერმანიაში.” – განაცხადა “პალას სომერის” უფროსმა, იორგ პოლენცმა.

 

 

ალეკო ადამიას ნამუშევრებში სახელმწიფო სამხატვრო კოლექციებში, ასევე კერძო კოლექციებში ავსტრიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და საქართველოშია შენახული.

 

  • 11
  •  
  •  
  •  
  •