იტალიური მედია; არალეგალი მიგრანტები ევროპაში ქართველებს გადაჰყავთ

თითო ხომალდით 70 ლტოლვილამდე მიჰყავთ, ხოლო თითო მგზავრისგან 10,000 ევროს იღებენ.

იტალიური მედიის ცნობით, ევროპაში არალეგალი მიგრანტები რუსებს ან ქართველებს შეჰყავთ.

ადგილობრივი გამოცემების ინფორმაციით, თურქეთიდან ლტოლვილები კალაბრიასა და პუგლიაში იახტებითა და ძვირადღირებული ნავებით გადაჰყავთ, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში, აშშ-ს დროშის ქვეშ გადაადგილდებიან.

მიგრანტთა უმეტესობა ბორტზე სტამბოლში ადის. გამომძიებლების თქმით, თითო ხომალდით 70 ლტოლვილამდე მიჰყავთ, ხოლო თითო მგზავრისგან 10,000 ევროს იღებენ.

როგორც იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, 2019 წლის დასაწყისიდან დღემდე ქვეყანაში 11,097 მიგრანტი ჩაიყვანეს. ეს მაჩვენებელი 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 52 პროცენტით ნაკლებია.

ამავდროულად, საბერძნეთში თურქეთიდან ჩამოსული მიგრანტების რაოდენობა რეკორდულად იზრდება. საბერძნეთის მთავრობა მომავალ წელს ქვეყნის კუნძულებზე, დაახლოებით 100,000 ახალი ლტოლვილის ჩასვლას ელოდება.

სწორედ ამიტომ, მათ სურთ, რომ მომავალ წელს 10,000 თავშესაფრის მაძიებელი თურქეთში გაადეპორტონ.

ამისათვის დამატებით 270 ადამიანს დაასაქმებენ, რათა საბუთების სწრაფი გადახედვა მოხდეს. გარდა ამისა, საბერძნეთის ხუთ კუნძულზე ახალი მიმღები ცენტრები აშენდება.

წყარო: https://www.derstandard.at/story/2000112421150/griechenland-rechnet-2020-mit-100-000-migranten-aus-tuerkei

  • 27
  •  
  •  
  •  
  •