თავდაცვის მინისტრისთვის პრეზიდენტის განცხადება ჯარის შესახებ კატეგორიულად მიუღებელია

ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები, -ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯართან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას.

ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები, -ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯართან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

„როგორც თავდაცვის მინისტრმა მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი სამხედროები ქვეყნის საამაყო მოქალაქეები არიან და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ქართული ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 10 დეკემბერს ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა:

“არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან მაგარი იარაღი, რასაც ჰქვია, ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ”, — აღნიშნა ზურაბიშვილმა.

  •  
  •  
  •  
  •  
  •