წალკაში ტურისტულ ინფრასტრუქტურას ებრაული ჯგუფი განავითარებს

წალკაში, წელიწადში 2 მილიონამდე უცხოელი ვიზიტორის მიიღებას გეგმავენ

დაშბაშის კანიონზე ტურისტულ ინფრასტრუქტურას ისრაელის კომპანია განავითარებს. როგორც ებრაული მედია იტყობინება, Kass Group-მა საქართველოს სამთავრობო კონკურსში გაიმარჯვა და მასშტაბური პროექტის განხორიცლეებას ოფიციალურად შეუდგება.

პროექტის ფარგლებში ძირითადი და მთავრი ობიექტი კანიონის თავზე შუშის ხიდი იქნება, რომელიც 160 მეტრის სიმაღლეზე აშენდება. სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 45 მილიონი დოლარია. კონკურსის პირობების თანახმად, ხიდის მშენებლობა 2020 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.

პროექტი ისრაელელმა დიზაინერებმა და არქიტექტორებმა შეიმუშავეს.

როგორც Kass Group-ის გენერალური მენეჯერის მოადგილე ტომერ მორ-იოსეფი ამბობს, ხიდის უჩვეულო პროექტმა და უნიკალურმა ტექნოლოგიებმა უკვე მიიპრყო მსოფლიო მედიის ყურადღება.

 

 

“ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სტრუქტურა მოთავსდეს მიმდებარე ლანდშაფტში და არ გაანადგუროს მისი ულამაზესი ხედები”. – აცხადებს ტომერ მორ-იოსეფი.

გარდა ამისა, ისრაელის კომპანია ნაკრძალში სხვა ტურისტულ ობიექტებსაც ააშენებს. მათ შორის, ცხელი და ცივი წყლის აუზებს, რესტორნებს და ა.შ.

ტომერ მორ-იოსეფი აღნიშნავს, რომ ობიექტები მკაცრი გარემოსდაცვითი რეგულაციების შესაბამისად აშენდება. ტერიტორიაზე, ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ვიდეო-კამერები დამონტაჟდება.

 

 

Kass Group-ის პროგნოზით, პირველ წელს ყველა ობიექტის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ვიზიტორთა რაოდენობა 450 000 ადამიანამდე გაიზრდება. მიზანი კი წალკაში, წელიწადში 2 მილიონამდე უცხოელი ვიზიტორის მიიღებაა.

დაშბაშის კანიონი სამხრეთ საქართველოში, წალკაში, მდინარე ხრამის ხეობაში, ზღვის დონიდან 1100-1500 მეტრზე მდებარეობს. კანიონის სიგრძე დაახლოებით 8 კმ-ს შეადგენს.

  • 122
  •  
  •  
  •  
  •