პრინცესა დიანას კაბა აუქციონზე არავინ იყიდა

კაბა, რომელიც პრინცესა დაიანას ჯონ ტრავოლტასთან ცეკვისას ეცვა, აუქციონზე ვერ გაიყიდა.

ხავერდის კაბა, რომელიც პრინცესა დაიანას თეთრ სახლში ჯონ ტრავოლტასთან ცეკვისას ეცვა, აუქციონზე არავინ იყიდა.

როგორც სააუქციო სახლი Kerry Taylor იტყობინება, ბრიტანელი დიზაინერის ვიქტორ ედელშტეინის ხავერდის კაბის შეძენის სურვილი, ორშაბათს ლონდონის აუქციონზე მინიმალურ ფასად, 200 000 £ -ად (238,000 ევრო) არავინ გამოთქვა.

კაბა წინასწარ 250,000-დან 350,000 ფუნტამდე შეფასდა.

 

 

პრინცესა დიანას სამოსი 1985 წელს თეთრ სახლში, სახელმწიფო ბანკეტზე ეცვა. ფოტოების გავრცელების შემდეგ, სადაც ასახული იყო, თუ როგორ ცეკვავდა დიდი ბრიტანეთის პრინცესა მსახიობ ჯონ ტრავოლტასთან ერთად სიმღერა “You Should be Dancing” -ზე კაბა უზომოდ პოპულარული გახადა.

აღსანიშნავია, რომ ხავერდის კაბა იყო ერთ – ერთი იმ სამოსთაგანი, რომელიც 1997 წლის ივნისში დიანამ საქველმოქმედო აუქციონზე გაიტანა. რამდენიმე კვირის შემდეგ კი დიდი ბრიტანეთის პრინცესა, პარიზში ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა.

  • 20
  •  
  •  
  •  
  •