ინფლაცია საქართველოში: გაზრდილი ფასები და რეკორდულად გაძვირებული ცხოვრება

''ეს არ არის ცხოვრება, არამედ ბრძოლაა გადარჩენისთვის’’, - რეკორდულად გაზრდილი ფასები საქართველოში.

“ინფლაცია საქართველოში: ფასები თითქმის ყველაფერზე რეკორდულად გაიზარდა” – აღნიშნულთან დაკავშირებით ტელეკომპანია Khabar 24-მა ვრცელი სიუჟეტი მოამზადა.

როგორც ჟურალისტი იტყობინება, საქართველოში, ნოემბერში, ფასების ზოგადი დონე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7% –ით არის გაზრდილი.

რეპორტიორის ცნობით, ვითარების სტაბილიზაცია არც ისე მარტივია. მისივე თქმით, საქართველოში ფასები თითქმის ყველაფერაფერზე გაიზარდა. საკვები პროდუქტები, დასვენება, გართობა, ტრანსპორტირება, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები- ზრდა კატეგორიების მიხედვით, 3-დან 14% -მდე ფიქსირდება. შესაბამისად კი , საერთო ფასების დონე რეკორდული 7% -ით არის მომატებული.

”გასული წლის ნოემბრიდან 2019 წლის ნოემბრამდე პერიოდისთვის, მაგალითად, პურმა – ქვეყანაში ყველაზე პოპულარულმა პროდუქტმა, უზრუნველყო ინფლაციის ზოგადი კურსის 0.5% -იანი ზრდა’’- აღნიშნავს ჟურნალისტი.

უცხოელ ჟურნალისტთან საუბრისას საქართველოს მოქალაქეები ყვებიან,  რომ ქვეყანაში ცხოვრება სასტიკად გართულად. ”ეს არ არის ცხოვრება, არამედ ბრძოლაა გადარჩენისთვის’’, – განუცხადა რეპორტიორს პენსიონერმა ირაკლი დიდებულიძემ.

”ცხოვრება ძალიან რთულია. არავის მოსწონს ფასების ზრდა’’,- ამბობს თავის მხრივ, პენსიონერი ლეილა ქეთუაშვილი.

როგორც უცხოელი ჟურნალისტი იუწყება, ინფლაციის მთავარი მიზეზი ლარის გაუფასურებაა. იმპორტი უფრო ძვირი გახდა, ამასთან, ზოგიერთი საქონლის ექსპორტმაც ხელი შეუწყო მათ დეფიციტსა და ფასების ზრდას.

”გაცვლითი კურსის ზრდა კი პოლიტიკური და ეკონომიკური შეცდომების შედეგია, რის შედეგადაც შემცირდა ტურისტების ნაკადი და უცხოური ინვესტიციები’’- აღნიშნავს ჟურნალისტი.

  • 38
  •  
  •  
  •  
  •