თბილისის “საბურთალო” საქართველოს თასის გამარჯვებულია

თბილისურმა კლუბმა ქვეყნის თასის მფლობელის ტიტული პირველად მოიპოვა

არსებობის განმავლობაში პირველად, თბილისის “საბურთალო” დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გამარჯვებულია.

გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი, “საბურთალოსა” და “ლოკომოტივს” შორის, გია ჭიაბრიშვილის გუნდის გამარჯვებით – 3:1 დასრულდა.

შეხვედრის მე-12 წუთზე, გიორგი კოხრეიძემ ულამაზესი საჯარიმოთი გახსნა ანგარიში. ზუსტად 7 წუთში, გაბედავამ “საბურთალოს” უპირატესობა ორამდე გაზარდა.

ლევან კორღალიძის გუნდმა, სხვაობის შემცირება მეორე ნახევარში მოახერხა. ირაკლი სიხარულიძემ 11- მეტრიანი ზუსტად შეასრულა.

დაპირისპირებას წერტილი 89-ე წუთზე ლევან კაკუბავამ დაუსვა, რომელმაც “ლოკომოტივის” კარში მესამე ბურთი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში – 3:1 დააფიქსირა.

  • 73
  •  
  •  
  •  
  •