რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

რეჟისორი ზაზა ურუშაძე, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ზაზა ურუშაძე ვაკის საცურაო აუზზე იმყოფებოდა, როდესაც მას გულის შეტევა დაემართა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მისი გადარჩენა ვერ შეძლო.

ზაზა ურუშაძე დამდგმელი რეჟისორია ფილმების: “მათთვის, ვინც მამამ მიატოვა” (1989), “აქ თენდება” (1998), “სამი სახლი” (2008), “დარჩი ჩემთან” (2011), “ბოლო გასეირნება” (2012), “მანდარინები” (2013).

  • 62
  •  
  •  
  •  
  •