“დინამო თბილისი” საქართველოს 17-გზის ჩემპიონია

“კრისტალბეთ ეროვნული ლიგის” ჩემპიონი, სამ წლიანი პაუზის შემდეგ, “დინამო თბილისი” გახდა.

ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მეჩვიდმეტედ მოიგო.

ეროვნული ლიგა 1-ის 36-ე ტურს ინტრიგა ისევ ჰქონდა შერჩენილი, რადგან, თუკი ხისკო მუნიოსის გუნდი, “დინამო არენაზე” “ვიტ ჯორჯიას” დამარცხებას ვერ მოახერხებდა, ხოლო “მიხეილ მესხზე” “ლოკომოტივს” ბათუმის “დინამო” მოუგებდა, ჩემპიონის ტიტულს სწორედ აჭარული გუნდი მოიპოვებდა.

თუმცა, ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ეს მოსალოდნელი იყო. “დინამო თბილისმა” ანგარიში ლევან კუტალიას გოლით გახსნა, რომლისთვისაც ეს გოლი 20-ე იყო და ამით, ეროვნული ლიგის ბომბარდირის ტიტულიც მოიპოვა. უპირატესობა ორამდე დაფემ გაზარდა, რომლის გოლიც ამ დაპირისპირებაში საბოლოო აღმოჩნდა. პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში კი “ლოკომოტივმა” ბათუმის “დინამოს” 2:1 მოუგო და თბილისელებმა ხუთ ქულიანი სხვაობით ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

ფოტო: ეროვნული ლიგა

  • 57
  •  
  •  
  •  
  •