ABTA-მ საქართველო 2020 წლის საუკეთესო მიმართულებად დაასახელა

დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ტუროპერატორთა ასოციაციამ (ABTA) საქართველო 2020 წლის საუკეთესო მიმართულებად დაასახელა.

ბრიტანეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ანგარიშში საერთაშორისო ექსპერტები იყვნენ ჩართულები, რომლებმაც მთელი წლის განმავლობაში ქვეყნებისა და რეგიონების ცნობილი დღესასწაულები, ღირსშესანიშნაობები და ტურისტული მიმართულებები შეისწავლეს.

საქართველოსთან ერთად ანგარიშში 11 ტურისტული მიმართულება – სხვადასხვა ქვეყანა, ქალაქი და რეგიონია, მათ შორის ჰოლანდია, მაროკო, სამხრეთ კორეა, მადრიდი, ვენა და სხვ.

დიდი ბრიტანეთის ტუროპერატორთა ასოციაცია 65 წლის წინ დაარსდა. ასოციაციაში 4300-ზე მეტი ტურისტული ბრენდია გაწევრიანებული.

წყარო: https://www.abta.com/news/abta-reveals-12-destinations-watch-2020

  • 4
  •  
  •  
  •  
  •