ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გიგი უგულავა და გიორგი კანდელაკი დააკავეს

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მიმდინარე აქციაზე, პოლიციამ “ევროპული საქართველოს” ლიდერები, გიგი უგულავა და გიორგი კანდელაკი დააკავა.

გარდა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისა, დაკავებულია რამდენიმე აქტივისტიც.

“დააკავეს ჩვენი ლიდერები გიგი უგულავა, გიორგი კანდელაკი, ასევე დათო დვალიძე და ორი აქტივისტი”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ბიბლიოთეკაში იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი მივიდა.

  • 16
  •  
  •  
  •  
  •