ელიზბარ ოდიკაძე მოსკოვის გრან პრიზე 125 კგ წონითი კატეგორიის ფინალშია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძეც მოსკოვის გრან პრის ფინალში გავიდა.

საინტერესოა, რომ ელიზბარ ოდიკაძე, ნაცვლად თავისი ტრადიციული წონისა – 97 კილოგრამისა, რუსეთის დედაქალაქში მიმდინარე ტურნირზე აბსოლუტურ წონით კატეგორიაში – 125 კილოში გამოდის, სადაც ბელარუსი მეტოქე, პიასნიაკი აშკარა უპირატესობით 10:0 დაამარცხა და ისიც ოქროს მედლისთვის იჭიდავებს ხვალ.

ტურნირის ფინალშია ავთო კენჭაძეც (74კგ), რომელმაც აზერბაიჯანელ ხაჯიმურად გაჯიევს, ასევე აშკარა უპირატესობით – 2:12 სძლია.

  • 197
  •  
  •  
  •  
  •