ავთო კენჭაძე მოსკოვის გრან პრის ფინალშია

მოსკოვში მიმდინარე პრესტიჟული გრან პრის ფინალში გავიდა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძე (74კგ).

ქართველმა ფალავანმა, აზერბაიჯანელი ხაჯიმურად გაჯიევი აშკარა უპირატესობით – 2:12 გაანადგურა და ხვალ ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.

საქართველოს ნაკრები ამ ტურნირზე ოთხ-კაციანი შემადგენლობით არის წარმოდგენილი. მოსკოვის გრან პრიზე, კენჭაძის გარდა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65კგ), ელიზბარ ოდიკაძე (97კგ) და გენო პეტრიაშვილი (125კგ) იჭიდავებენ.

ტურნირის საპრიზო ფონდი 200 ათასი დოლარია.

  • 1.9K
  •  
  •  
  •  
  •