ერთი გარდაცვლილი და ოთხი დაჭრილი – პანკისელებს შორის დაპირისპირება მოხდა

გავრცელებული ინფორმაციით, პანკისის ხეობაში, ორ გვარს შორის დაპირისპირებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ოთხმა კი სხეულის დაზიანებები მიიღო.

მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის დაპირისპირება, სავარაუდოდ, წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება, კიდევ ერთი ვერსიით კი, ორ ოჯახს შორის კონფლიქტი ჰესის მშენებლობის თაობაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებულებმა ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

პროტესტი, პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მცირე ჰესის “ხადორი 3”-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან გაზაფხულზე მოჰყვა.

21 აპრილს სოფელ ბირკიანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.  ხეობაში სპეცრაზმის შეყვანა გახდა საჭირო.

მდინარე ალაზანზე შპს “ალაზანი ენერჯის” მიერ დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის — “ხადორი 3” მშენებლობის ნაბართვის ბათილად ცნობას ითხოვდა ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC). მოსახლეობა ხეობაში მესამე ჰესის მშენებლობის შემთვევაში ხეობის უნიკალური ეკოლოგიური სისტემისა და სოციალური გარემოს დაზიანების მაღალ რისკებზე საუბრობს.

  • 5
  •  
  •  
  •  
  •