თბილისის ზღვაზე პირველი საერთაშორისო აუთლეტი GINO FREEPORT აშენდება

FREEPORT საქართველოში შემოდის - კომპანია ოპერირებას "ჯინო ჰოლდინგთან" პრტნიორობით იწყებს

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აუთლეთის მშენებლობა იწყება. კომპანია „FREEPORT“-ი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 16 აუთლეტს წარმატებულად მართავს, საქართველოში ოპერირებას „ჯინო ჰოლდინგთან“ პარტნიორობით შეუდგება.

აუთლეტი „GINO FREEPORT“-ი განთავსდება ტერიტორიაზე, სადაც „საპარტნიორო ფონდი“ ევროპულ კომპანია „ჯინო ჰოლდინგთან“ ერთად, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მასშტაბური პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომელიც 260 ჰექტარზე ეკოლოგიურად სუფთა მწვანე ქალაქის მშენებლობასა და სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის, მათ შორის, სასტუმროების, საცხოვრებელი სახლების, დასასვენებელი, გასართობი, საჯარო  სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს.

22 ნოემბერს გამართულ პროექტის პრეზენტაციაზე ავტორებმა და ინვესტორებმა თავად წარადგინეს პროექტის კონცეფცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიზნეს წრეების, მოდის ინდუსტრიის ადგილობრივი კომპანიების, ასევე, დიპლომატიური კორპუსისა და ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები.

„FREEPORT“-ის პროექტის არქიტექტურული ნაწილი უკვე დასრულებულია, ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მოდის ინდუსტრიაში ყველაზე მოთხოვნად და ნიშურ ბრენდებთან.  საერთო გასაქირავებელი ფართი 7800 კვ.მ-ს შეადგენს, რაც მოიცავს 70 მაღაზიას, საბავშვო სივრცეებს, კაფე-რესტორნებს და 600 ავტომობილზე გათვლილ მიწისქვეშა და მიწისზედა  ავტოსადგომს. აუთლეტი „GINO FREEPORT“-ი 2021 წლის გაზაფხულზე გაიხსნება.

 

  • 238
  •  
  •  
  •  
  •