„ენერგო-პრო ჯორჯია“ ოფისებში შინაური ცხოველებისთვის სპეციალური სივრცე მოეწყობა

„ენერგო-პრო ჯორჯია“ ოფისებში შინაური ცხოველებისთვის სპეციალურ სივრცეს გამოყოფს. ამიერიდან, აბონენტებს კომპანიის ოფისში უკვე საკუთარ ოთხფეხა მეგობრებთან ერთად შეუძლიათ მივიდნენ. ძაღლების პატრონებს ე.წ. ცხოველების პარკინგი მოემსახურება.

ჯერ-ჯერობით, სიახლე მხოლოდ კომპანიის სათაო ოფისშია დანერგილი. მოგვიანებით კი, სპეციალური სივრცეები  თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, თელავის, რუსთავის, ქობულეთის, ზუგდიდისა და ბაკურიანის ოფისებში მოეწყობა.

 

  • 1
  •  
  •  
  •  
  •