2 წლის ანიტას ოპერაციას პირადად კახა კალაძე და თბილისის მერია დააფინანსებს

ანიტას დედა კახა კალაძეს საჯარო მადლობას უხდის

თბილისის მერია და პირადად კახა კალაძე მზად არიან პატარა ანიტას დასახმარებლად.  კალაძე, ანიტას ოჯახს 30 000 ლარს გადაურიცხავს, ხოლო თბილისის მერია, შესაბამისი კალკულაციის მიღების შემდეგ, ანიტას მკურნალობას დანარჩენი თანხით დააფინანსებს.

2 წლის ანიტას დედა, მარიამ სადრაძე სოციალურ ქსელში კახი კალაძეს საჯარო მადლობას უხდის.

„ვიცი ბატონ კახის არ უყვარს აფიშირება, მაგრამ მე რომ საჯარო მადლობა არ გადავუხადო უბრალოდ გული გამისკდება… ყოველ დღე მისი უშუალო დავალებით მეკონტაქტებოდნენ და გამოთქვამდნენ მზაობას დახმარებისთვის ( თუმცა, რა თქმა უნდა, რა თანხით დახმარებაზეა საუბარი არ ვიცოდი და არც ახლა ვიცი) ყველაზე გულის ამაჩუყებელი ჩემთვის იცით რა იყო? არა თანხით დახმარება, არამედ თურმე ბატონი კახი ყოველ დღე კითხულობდა როგორ არის ის პატარა გოგოო…

დღეს მომწერეს, რომ საკუთარი ფინანსებით 30 000 ლარს ურიცხავს ჩემს ოჯახს. როდესაც კალკულაცია მექნება, მერია მზადყოფნას აცხადებს დახმარებისთვის. მსგავსი ტიპის შეტყობინება შემომივიდა დღეს. ეს დღეები იმდენი ემოცია აირია ჩემს თავში, უკვე აზრების დალაგება მიჭირს.  ის, რაც არასდროს არ გამომივა პირფერობაა და ვინც მე მიცნობს, კარგად იციან ეს! ისიც იციან რამხელა სიმპატიით ვიყავი ჩვენი მერის მიმართ განწყობილი.

ალბათ გული მიგრძნობდა, მის ოჯახს ღმერთი დაუბრუნებს ამ და სხვა სიკეთეებს აუცილებლად. მე კი ჩემი მხრიდან ისევ ისღა დამრჩენია, ჩემი გაცვეთილი და მოკრძალებული მადლობა ვუთხრა მას და ყველას თქვენ, ვინც ჩემი ტანჯვის ცრემლები სიხარულის ცრემლად აქციეთ.

პ.ს. მეგობრებო, ჯერ მეც არ ვიცი რა თანხით დაფინანსებაზეა საუბარი. ეს ჯერ არავის დაუკონკრეტებია“

2 წლის ანიტა ფაცაციას ამბავი უკვე მთელმა საქართველომ შეიტყო. ანიტას ოპერაციისთვის საჭიროა 300 000 ევრო.

ამჟამად გოგონა დედასთან ერთად ავსტრიის ერთ-ერთ თავშესაფარში იმყოფება. ორი წლის ანიტა ფაცაციას უმძიმესი დაავადება დილატაციური კარდიომიოფატია რამდენიმე თვის წინ დაუდგინდა.

საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი:

#GE28BG0000000100761966

მიმღები- ლია ჩხაიძე ( ანიტას ბებია)

თბს ანგარიში:

#GE38TB7855945064300017

გადახდის აპარატებიდან ჩასარიცხად:

პ/ნ 60001030692

ლია ჩხაიძე

  • 1.8K
  •  
  •  
  •  
  •