პირველად, ქართული ჯარი ნდობის რეიტინგის ლიდერია და ეკლესიას, როგორც ინსტიტუტს 1 %-ით უსწრებს

ქართული ჯარი 86%-ით ნდობის რეიტინგის ლიდერია. IRI-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევით, 4%-ით შემცირებულია ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის რეიტინგი.

წინა კვლევის მიხედვით, ეკლესიის რეიტინგი 89% იყო და ინსტიტუციებს შორის პირველ ადგილს იკავებდა. ახალი კვლევით კი, ეკლესიამ რეიტინგში პირველობა 4 %-ით დაკარგა. მისი რეიტინგი დღეს 85%-ია.

ახალი კვლევით, ჯარის რეიტინგი გაზრდილია და 86% შეადგენს, მესამე  ადგილზე 72%-ით ქართული მედიაა, ხოლო მეოთხეზე, 59%-ით პოლიცია.

დანარჩენი ადგილები ასე გადანაწილდა: საჯარო განათლება – 51%; ადგილობრივი ხელისუფლება – 46%; მთავრობა – 37%; ცენტრალური საარჩევნო კომისია – 36%; პრემიერ მინისტრის ოფისი – 34%; პოლიტიკური პარტიები – 28%; გუბერნატორები – 27%; პროკურატურა – 27%; ეროვნული ბანკი – 27%; პრეზიდენტის ოფისი – 27%; სასამართლო – 27%; პროფკავშირები – 27%.

  • 2K
  •  
  •  
  •  
  •