დავით ბაქრაძე – 57%, კახა კალაძე – 49%, დავით უსუფაშვილი – 47%

IRI -ის პოლიტიკური ლიდერების რეიტინგი

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)  ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 57 %-ის კეთილგანწყობით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე სარგებლობს, მეორე ადგილზეა თბილისის მერი კახა კალაძე – 49 %-ით, მესამეზე კი „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი – 47 %.

პოლიტიკური ლიდერების რეიტინგში პროცენტები ასე გადანაწილდა:

გრიგოლ ვაშაძე – 41 %,

ალექსანდრე ელისაშვილი – 39 %,

გიორგი გახარია – 39 %,

შალვა ნათელაშვილი – 39 %,

გიორგი ვაშაძე – 34 %,

ნიკა მელია – 34 %,

ირაკლი ღარიბაშვილი – 33 %,

ბიძინა ივანიშვილი – 32 %,

ნინო ბურჯანაძე – 31 %,

გიგი უგულავა – 31 %,

მამუკა ხაზარაძე – 29 %,

ირმა ინაშვილი – 29 %,

არჩილ თალაკვაძე – 25 %,

სალომე ზურაბიშვილი – 23 %,

კახა შარტავა – 19 %,

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 14 %,

ლევან იოსელიანი – 3 %

კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მცხოვრებმა. კვლევის ცდომილება არ აღემატება პლუს-მინუს 2.5 პროცენტს.

  • 320
  •  
  •  
  •  
  •