საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი არჩილ თალაკვაძეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძესა და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შორის შეხვედრა გაიმართა.

არჩილ თალაკვაძემ და კარლ ჰარცელმა  არჩევნებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრეს და არსებული სიტუაცია განიხილეს. ყურადღება დაეთმო ეუთო-ს რეკომენდაციების გარშემო საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობის მიმდინარე პროცესს და შესაძლებლობებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ პროპორციული არჩევნების 2020 წელს გადმოწევის ინიციატივამ პარლამენტში საკმარისი ხმები ვერ მიიღო, 2020 წლის არჩევნები დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება და მზადყოფნა გამოხატა – ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა კონსტრუქციული და ნორმალური პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში წარმატებით დასრულდეს.
  • 1
  •  
  •  
  •  
  •