პარლამენტის წინ საპროტესტო გამოსვლები 19 საათიდან განახლდება

გაერთიანებული ოპოზიცია მთავრობის გადადგომას და პროპორციული სისტემით ან პროპორციულის მსგავსი გერმანული მოდელის სისტემით, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს.

ამ მოთხოვნით ოპოზიციური პარტიები მას შემდეგ გაერთიანდნენ, რაც 14 ნოემბერს საპარლამენტო უმრავლესობამ არ დაამტკიცა კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ.პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის სამოქმედო გეგმაზე შეჯერდა. ჩამოყალიბდეს დროებითი მთავრობა; დროებით მთავრობაში შევიდეს ყველა, მინუს ბიძინა ივანიშვილი. ანუ ბიძინა ივანიშვილი ჩამოშორდეს ყველა პოლიტიკურ პროცესს, „ქართული ოცნების“ მთავრობა კი ქვეყნის მართვას; დროებითი მთავრობა ჩაატარებს თავისუფალ არჩევნებს.

როგორც თავად ამბობობენ, ოპოზიციის პროტესტი იქნება არაძალადობრივი, მაგრამ რადიკალური და მწვავე, მათ შორის იქნება შენობების ბლოკირებაც და სხვადასხვა ფორმაც.რუსთაველის გამზირზე კარვებია გაშლილი. პარლამენტის შენობის წინ გამოსვლები 19 საათიდან განახლდება.

  • 1
  •  
  •  
  •  
  •