ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს დე ფაქტო სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა

დღეს, 17:00 საათზე სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად შეიკრიბებიან

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებული ექიმის მეუღლეს, თამილა ლაფანაშვილს ინფორმაცია ამის შესახებ „ცხელი ხაზის“ მეშვეობით შეატყობინეს.

დღეს,  17:00 საათზე სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში ექიმები და ახლობლები ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად შეიკრიბებიან.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან 9 ნოემბერს დააკავეს, საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა ამის შესახებ განცხადება 4 დღის შემდეგ გააკეთეს.

  • 51
  •  
  •  
  •  
  •