2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ძველი სისტემით ჩატარდება

არჩილ თალაკვაძე: "ჩვენ აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ პასუხისმგებლობას მომავალზე"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ძველი სისტემით ჩატარდება, პროპორციული სისტემის საკითხი კი 2024 წლამდე გადაიდება.

ამის შესახებ თალაკვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

“როგორც არ უნდა შეეცადონ ამ პროცესის წარმოჩენას და ინტეპრეტაციას ჩვენი ოპონენტები, ეს გადაწყვეტილბა ნებისმიერ შემთხვევაში მიიღო ქვეყნის კონსტიტუციურმა ინსტიტუტმა, სქართველოს პარლამენტმა. სამწუხაროა ნამდვილად, რომ ინიციატივამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო, თუმცა პროპორციული არჩევნების 2020 წელს გადმოწევის ინიციატივის ვერ განხორციელება ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს, როგორც ოპონენტებს სურთ დღეს ამის წარმოჩენა. ეს ნიშნავს იმას, რომ 2024 წლამდე, საქართველოში რჩება იგივე საარჩევნო სისტემა, რომლითაც ბოლო ათწლეულობის განმავლობაში, ჩვენი მოქალაქეები და საზოგადოება ცვლიდა და ირჩევდა თავის ხელისუფლებას. 2020 წლის არჩევნები, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, უმრავლესობა ხვალ შეიკრიბება, მოიკრებს ძალებს და აიღებს პასუხისმგებლობას მომავალზე.

“ძალიან ვწუხვარ, რომ არაერთმა ჩვენმა თანაგუნდელმა გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით. მე პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას. ხვალ, 11:00 საათზე გვექნება უმრავლესობის სხდომა, ჩვენ აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზეც პასუხისმგებლობას”, – განაცხადა თალაკვაძემ.

  • 13
  •  
  •  
  •  
  •