მიხეილ ჩხეკნელი კვლავ განათლების მინისტრის პოსტზე დაინიშნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა.

პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჩხენკელის პოსტზე დანიშვნის ბრძანებას ხელი დღეს მოაწერა.

ჩხენკელი, განათლების მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ, ამავე სფეროში, პრემიერის მრჩეველის ადგილს იკავებდა.

მიხეილ ბატიაშვილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ვაკანტურ ადგილზე მაია მიმინოშვილის, ირინა აბულაძისა და გიორგი ვაშაკიძის კანდიდატურები განიხილებოდა.

მიხეილ ჩხეკნელი განათლების მინისტრის პოსტზე 2017 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა და 8 თვის შემდეგ მას თანამდებობა დაატოვებინეს.

  • 28
  •  
  •  
  •  
  •