სამშენებლო მასალების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანია “ნოვა” 13 წლისაა!

იუბილესთან დაკავშირებით "ნოვა" თბილისის და ბათუმის შოურუმებში- 8, 9 და 10 ნოემბერს 13%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ

იუბილესთან დაკავშირებით “ნოვა” –  თბილისის და ბათუმის შოურუმებში- 8, 9 და 10 ნოემბერს 13%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ, როგორც ნოვას წარმოებულ 200-ზე მეტ პროდუქტზე, ასევე 10 000-ზე მეტი დასახელების იმპორტირებულ სამშენებლო-სარემონტო მოსაპირკეთებელ მასალაზე.

შეგახსენებთ, რომ ნოვას ისტორია 2006 წლის 8 ნოემბერს პროდუქციის იმპორტით დაიწყო და 2011 წლიდან წარმოების ხაზების განვითარებით გრძელდება. ნოვა თბილისსა და ბათუმში ფლობს საგამოფენო დარბაზებს და აწარმოებს: მეტალოკრამიტს, პროფილირებულ ფენილს, გოფრირებულ სასახურავე მასალებს და წყალსაწრეტ სისტემებს; თაბაშირ-მუყაოს პროფილებს და აქსესუარებს, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის არმირების პროფილებს, სამღებრო და საბათქაშე კუთხოვანებს; პოლიეთილენის წყლის ავზებს, საგზაო ბარიერებს. ნოვა 2013 წლიდან ISO 9001 ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო სერთიფიკატის მფლობელია. კომპანიაში 330 ადამიანია დასაქმებული.

მადლობა, 13 წლიანი ერთგულებისთვის! თქვენ ირჩევთ ქართულს და ჩვენ გვაძლევთ მოტივაციას შევქმნათ მეტი ქართული პროდუქტი! მადლობა!

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კომპანია “ნოვას” ვებ-გვერდს

  • 9
  •  
  •  
  •  
  •