უფლებადამცველ დეპუტატ სოფო კილაძეზე ყოფილი მეუღლე ძალადობდა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეზე, სოფო კილაძეზე, ყოფილი მეუღლე ძალადობდა.

ამის შესახებ ინფორმაცია “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მედიას თავად დაუდასტურა, თუმცა, დეტალების დაკონკრეტებისგან კილაძე თავს იკავებს.

როგორც ცნობილია, სოფო კილაძეზე ყოფილმა მეუღლემ ორი კვირის წინ ფსიქოლოგიურად იძალადა, რა დროსაც მან პოლიცია გამოიძახა.

სამართალდამცავებმა დეპუტატის მეუღლეს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. სოფო კილაძის ყოფილი მეუღლე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია.

  • 19
  •  
  •  
  •  
  •