ოლიმპიურ ცეცხლს 12 მარტს ოლიმპიაში დაანთებენ

ოლიმპიურ ცეცხლს 12 მარტს, ოლიმპიაში დაანთებენ, შემდეგ კი, საბერძნეთში საესტაფეტო ტური დაიწყება.

ოლიმპიური ცეცხლის იაპონური მხარისთვის გადაცემის ცერემონია, 19 მარტს, ათენში,”პანათინაიკოსის” სტადიონზე ჩატარდება, იქიდან კი მას მიიაგის პრეფექტურაში ჩაიტანენ.

20-25 მარტს ცეცხლი მიიაგის გარდა, ივატეს და ფუკუსიმას პრეფექტურებს ეწვევა.

ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა, რომელიც 121 დღეს გასტანს, სტარტს აიღებს 26 მარტს და მთელ იაპონისა მოიცავს, ვიდრე 2020 წლის 24 ივლისს, თამაშების გახსნის ცერემონიაზე ტოკიოს ოლიმპიურ სტადიონზე აინთება.

  • 5
  •  
  •  
  •  
  •