რეზი ღვინიაშვილი: „ასეთ დროს და ყველა უნდა გავერთიანდეთ კეთილი საქმისთვის“

 კომპანია „სმაილ მიქსი“ ბერშუეთის სკოლის სპორტული დარბაზის სამღებრო სამუშაოებში მონაწილეობდა

საოკუპაციო ხაზთან მდებარე, სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოებში კომპანია „სმაილ მიქსი“ მონაწილეობდა.

კომპანიამ, სკოლა პრემიუმ ხარისხის საღებავებით მოამარაგა. დარბაზის გახსნის ღონისძიებაზე, კომპანიის წარმომადგენელმა, რეზი ღვინიაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა მომავალშიც ითანამშრომლოს მსგავსი პროექტის განხორციელებაში.

რეზი ღვინიაშვილი: „სკოლა ძალიან მომეწონა და მოხარულები ვართ, რომ მსგავს კამპანიაში ვიღებთ მონაწილეობას. ჩვენმა კომპანიამ სკოლა საღებავებით მოამარაგა. ვფიქრობ, ძალიან კარგი ჟესტია და ბევრმა კომპანიამ უნდა მოგვბაძოს ასეთ დროს და ყველა უნდა გავერთიანდეთ კეთილი საქმისთვის“.

რეზი ღვინიაშვილი, კომპანია "სმაილ მიქსი"

რეზი ღვინიაშვილი, კომპანია "სმაილ მიქსი": „ასეთ დროს და ყველა უნდა გავერთიანდეთ კეთილი საქმისთვის“

Posted by ძლიერები არ ძალადობენ on პარასკევი, 01 ნოემბერი, 2019

  • 10
  •  
  •  
  •  
  •