რევაზ ბერიძე: მზადყოფნას გამოვთქვამთ, მომავალშიც მივიღოთ მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა

საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის გახსნის ღონისძიებას იურიდიული კომპანია McGill-ც დაესწრო.

დარბაზის რეაბილიტაციისთვის გამართულ სპორტული აქსესუარების აუქციონში, კომპანიამ ორი ლოტი შეიძინა.

McGill-ის მმართველი პარტნიორი, რევაზ ბერიძე მზადყოფნას გამოთქვამს, მომავალშიც მიიღოს მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობა.

რევაზ ბერიძე: „ძალიან მოგვეწონა დარბაზი. ხელშესახები შედეგია და ბავშვები ძალიან გახარებულები არიან. პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ინიციატორებს, იმიტომ, რომ  მნიშვნელოვანი გზავნილია -არა ძალადობას. ბევრი ადამიანის მონაწილეობა, მითუფრო, ჩვენი სახელოვანი სპორტსმენების, აათმაგებს ამ ღონისძების მნიშვნელობას. მოხარულები ვართ, რომ საშუალება მოგვეცა, მცირედი წვლილი შეგვეტანა ამ დიდ საქმეში და მზადყოფნას გამოვთქვამთ, მომავალშიც მივიღოთ მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა“.

იურიდიული კომპანია McGill-ის მმართველი პარტნიორი, რევაზ ბერიძე

იურიდიული კომპანია McGill-ის მმართველი პარტნიორი, რევაზ ბერიძე: მზადყოფნას გამოვთქვამთ, მომავალშიც მივიღოთ მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა

Posted by ძლიერები არ ძალადობენ on ხუთშაბათი, 31 ოქტომბერი, 2019

  • 51
  •  
  •  
  •  
  •