„ლოკომოტივმა“ ბერშუეთის სკოლის მოსწავლეებს საფეხბურთო ინვენტარი აჩუქა და თასის ფინალზე მიიწვია

საფეხბურთო კლუბმა თბილისის „ლოკომოტივი“, საოკუპაციო ზოლთან მდებარე, სოფელ ბერშუეთის მოსწავლეებს საჩუქრად საფეხბურთო ინვენტარი გადასცა.

სპორტული დარბაზის გახსნის ღონისძიებაზე, კლუბისგან საჩუქრები მოზარდებს გუნდის მედიაოფიცერმა, ეკა ელოშვილმა და მენეჯერმა, შოთა გოგიტაურმა ჩაუტანეს.

ეკა ელოშვილის თქმით, „ლოკომოტივი“ მომავალშიც გააგრძელებს ბერშუეთის სკოლასთან მეგობრობას. კლუბი, 7 დეკემბერს, მოზარდებს, საქართველოს თასის ფინალზე დაპატიჟებს.

ეკა ელოშვილი: „მადლობას ვუხდით კამაპანიას „ძლიერები არ ძალადობენ“, საფეხბურთო კლუბ თბილისის „ლოკომოტივის“ სახელით, რომ მოგვეცა საშუალება კიდევ ერთ კარგ საქმეში მიგვეღო მონაწილეობა. ჩვენ ჩამოვუტანეთ ბავშვებს მცირე საჩუქარი. ფეხბურთი, როგორც სხვა ბავშვებში, ისე ადგილობრივ მოზარდებში, როგორც აღმოჩნდა, არის ძალიან პოპულარული, ძალიან მიხარია. „ლოკომოტივი“ მეგობრობს თბილისის ბევრ სკოლასთან და დარწმუნებული ვარ, ამ სკოლასთანაც დავმეგობრდებით. აქვე გაგვიჩნდა იდეა, რომ ეს ბავშვები დავპატიჟოთ ჩვენთან საგურამოს ბაზაზე, სადაც დავათვალიერებინებთ ჩვენს ბაზას. ასევე, მივცემთ საშუალებას, გაიცნონ „ლოკომოტივის“ ფეხბურთელები, ივარჯიშონ და ითამაშონ მათთან ერთად და ასევე, 7 დეკემბერს, ვაპირებთ, რომ ბერშუეთის სკოლის ფეხბურთის მოყვარული ბავშვები, დავპატიჟოთ საქართველოს თასის ფინალზე, სადაც ჩვენი გუნდი ასპარეზობს და ამ მხრივ, ვეცდებით,რომ გავაგრძელოთ მათთან მეგობრობა. ჩავრთოთ ყველა იმ აქტივობაში, რასაც ჩვენ ვახორციელებთ. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ამ კარგი საქმისთვის, იმისთვის, რომ აირჩიეთ ეს სკოლა, ეს ბავშვები, რადგან მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იგრძნონ თავი ჩართულად ყველა იმ პროცესში, რაც ზოგადად ქვეყანაში სპორტის მიმართულებით მიმდინარეობს“.

საფეხბურთო კლუბმა, თბილისის „ლოკომოტივმა“ ბერშუეთის სკოლის მოსწავლეებს საფეხბურთო ინვენტარი აჩუქა და თასის ფინალზე მიიწვია

Posted by ძლიერები არ ძალადობენ on პარასკევი, 01 ნოემბერი, 2019

  • 69
  •  
  •  
  •  
  •