ლადო გეგეშიძე: მოგილოცავთ ასეთ კარგ პროექტს და ვისურვებ, რომ მომავალშიც შეძლოთ მისი განხორციელება სხვა სოფლებისთვის

ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ, ბერშუეთის საჯარო სკოლას საჭიდაო ფინკები და ბაგირი აჩუქა.

საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლის სკოლას, საჩუქრები ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, გიორგი კიკაბიძემ და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელებმა, ბექა როყვამ და ლადო გეგეშიძემ ჩამოუტანეს.

ლადო გეგეშიძის თქმით, ჭიდაობის ფედერაცია, მომავალშიც აპირებს ბერშუეთელი ბავშვების დახმარებას.

ლადო გეგეშიძე: „ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა და მადლობას გიხდით, რომ ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას მიეცა საშუალება, მონაწილეობა მიეღო ამ მნიშვნელოვან პროექტში. ბავშვებს ჩამოვუტანეთ საჭიდაო ფინკები და მომავალშიც, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ამ ბავშვებს გვერდით დავუდგებით. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი იმითაც, რომ აქ სოციალურად გაუსაძლისი პირობებია. მადლობა თქვენ, რომ ასეთი კარგი დარბაზი გაუკეთეთ მოზარდებს. ჩართეს სამინისტრო, ოლიმპიური კომიტეტი, სხვადასხვა კომპანიები და სპორტული ფედერაციები. მოგილოცავთ ასეთ კარგ პროექტს და ვისურვებ, რომ მომავალშიც შეძლოთ მისი განხორციელება სხვა სოფლებისთვის“.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელი, ლადო გეგეშიძე

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელი, ლადო გეგეშიძე: მოგილოცავთ ასეთ კარგ პროექტს და ვისურვებ, რომ მომავალშიც შეძლოთ მისი განხორციელება სხვა სოფლებისთვის“.

Posted by ძლიერები არ ძალადობენ on ხუთშაბათი, 31 ოქტომბერი, 2019

  • 351
  •  
  •  
  •  
  •