გიორგი ჩილაჩავა: “ძლიერები არ ძალადობენ” ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია საზოგადოებისთვის

კომპანია „ჯი თი ჯი“-მ ბერშუეთის საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში თანამედროვე სპორტული განათებები დაამონტაჟა.

გარდა ამისა, კომპანიამ სკოლისთვის გამართულ საქველმოქმედო აუქციონშიც მიიღო მონაწილეობა.

კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ფინანსურმა დირექტორმა,, გიორგი ჩილაჩავამ სპორტული დარბაზის გახსნის ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ მათი კომპანია, მომავალშიც აქტიურად იქნება ჩართული მსგავსი ტიპის აქტივობებში.

გიორგი ჩილაჩავა: „დიდი მადლობა ორგანიზატორებს, კომპანია PRMC-ის, რომ მოგვეცა საშუალება, ჩავრთულიყავით თავიდანვე ამ ლამაზ და საჭირო ღონისძიებაში. იმიტომ რომ, დევიზი „ძლიერები არ ძალადობენ“ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია საზოგადოებისთვის, მითუმეტეს, ახალი თაობისთვის. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ღონისძიებას, ჩავერთეთ და გავაგრძელეთ განათების კუთხით, იმიტომ, რომ ჩვენი კომპანია, როგორც იცით, აპრობირებულია ამ მიმართულებით, სპორტული განათებებით. მოხარული ვართ, რომ ეს ყველაფერი გაკეთდა. ძალიან ლამაზია დარბაზი და ვხედავთ ბავშვებს, როგორი გახარებულები არიან. შესაბამისად, ჩვენც მოხარული ვართ თქვენთან, სკოლასთან ურთიერთობით. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში, ანალოგიური პროექტები, აუქციონები და სხვა საქველმოქმედო ღონისძიებები გაიმართება, რაშიც ჩვენ აუცილებლად ჩავერთვებით და კიდევ ერთხელ მივიღებთ მონაწილეობას“.

კომპანია "ჯი თი ჯი"-ს ფინანსური დირექტორი, გიორგი ჩილაჩავა: "ძლიერები არ ძალადობენ" ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია საზოგადოებისთვის

Posted by ძლიერები არ ძალადობენ on პარასკევი, 01 ნოემბერი, 2019

  • 15
  •  
  •  
  •  
  •