ვარლამ ლიპარტელიანი: არაერთი ასეთი საქმე უნდა გაკეთდეს მომავალი თაობისთვის

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი ანტიბულინგური კამპანიის – „ძლიერები არ ძალადობენ – სპორტი ბულინგის წინააღმდეგ“ კეთილი ნების ელჩია, რომელსაც საოკუპაციო ზოლთან მდებარე ბერშუეთის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის გახსნაზე, წითელი ლენტის გაჭრის პატივიც ერგო.

ტიტულოვანმა სპორტსმენმა, ბერშუეთის სკოლის სპორტული დარბაზისთვის ჩასატარებელ აუქციონს თავისი ისტორიული კიმონოც აჩუქა.

„ლიპოს“ თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ახალგაზრდა თაობა აქტიურად იყოს ჩართული სპორტში და ენერგია სწორად დახარჯონ.

ვარლამ ლიპარტელიანი: „ყველას კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ამ ლამაზი დარბაზის გახსნას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ძალიან კარგი საქმეა მომავალი თაობისთვის და მითუმეტეს, იმ ადგილისთვის, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. ვფიქრობ, ასეთი არაერთი საქმე უნდა გაკეთდეს ჩვენ ქვეყანაში ახალგაზრდა თაობისთვის. მნიშვნელოვანია, თუ რამდენად დაკავდებიან სპორტით და რამდენად სწორად დახარჯავენ ენერგიას. ვფიქრობ, პირველ რიგში, მადლობა თქვენ უნდა გადაგიხადოთ და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამის ორგანიზატორი და თავი იყო. ვინც ამ ყველაფერს მოუყარა თავი და ვინც შეძლო ამ ლამაზი და მაგარი საქმის გაკეთება. მადლობა თქვენ ყველას“.

ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი და ჩვენი კამპანიის კეთილი ნების ელჩი, ვარლამ ლიპარტელიანი: "არაერთი ასეთი საქმე უნდა გაკეთდეს მომავალი თაობისთვის" <3

Posted by ძლიერები არ ძალადობენ on ხუთშაბათი, 31 ოქტომბერი, 2019

  • 62
  •  
  •  
  •  
  •