სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ბერშუეთელ მოზარდებს კიმონოები აჩუქა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ, ბერშუეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს,  სპორტის დარბაზის გახსნის ღონისძიებაზე, ძიუდოს ფედერაციასთან ერთად ახალი კიმონოები ჩაუტა.

გარდა ამ საჩუქრისა, ანზორ ჩუბინიძემ, მონაწილეობა მიიღო სპორტული აქსესუარების პირველ საქველმოქმედო აუქციონში, რომელიც ბერშუეთის სკოლის დარბაზის დასახმარებლად ჩატარდა და ორი ლოტიც შეიძინა.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის განცხადებით, მნიშვენლოვანია, რომ საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლის სკოლის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, ასეთი ღონისძიება ჩატარდა.

„აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ორი ასპექტი გამოსაყოფი. პირველ რიგში, მაინც ვიტყოდი, რომ ის ადგილი, რაც თქვენს მიერ შეირჩა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ე.წ. საზღვრისპირა ზოლი და აქ ინფრასტრუქტურა იყო კრიტიკულ სიტუაციაში, ამას მინდა ხაზი გავუსვა. პირველ რიგში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე – გამართლებულია ყველანაირი ხერხი, ასეთ მდგომარეობაში და ასეთ ტერიტორიაზე არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად და ის, რომ ამისთვის თქვენ ჩართეთ ცნობილი სპორტსმენები და ისეთი ფორმით, როგორც ეს თქვენ გააკეთეთ, მივესალმები და მხოლოდ და მხოლოდ, საქებარი სიტყვები მემეტება ამისთვის. ვფიქრობ, საზოგადოების მეტმა ფენამ უნდა გაიგოს ასეთი აქტივობის შესახებ“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ, ძიუდოს ფედერაციასთან ერთად, საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი კიმონოები აჩუქა

Posted by ძლიერები არ ძალადობენ on ხუთშაბათი, 31 ოქტომბერი, 2019

  • 4
  •  
  •  
  •  
  •