შალვა გოგოლაძემ ბერშუეთის სკოლას საჩუქრად ახალი ტატამი გადასცა (ვიდეო)

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლას საჩუქრად ახალი ტატამი გადასცა.

შალვა გოგოლაძე, კომპანია PRMC-ის ანტიბულინგური კამპანიის – „ძლიერები არ ძალადობენ – სპორტი ბულინგის წინააღმდეგ“ კეთილი ნების ელჩი გახდა და გასულ წელს, სპორტული აქსესუარების პირველ საქველმოქმედო აუქციონზე, რომელიც სწორედ ბერშუეთის სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაციისთვის ჩატარდა, მან პირობა დადო, რომ სკოლას ახალ ტატამს აჩუქებდა.

„პირველ რიგში, მინდა მივულოცო ბერშუეთის სკოლის მოწაფეებს ასეთი ლამაზი დარბაზის გახსნა და ამავე დროს, მადლობა გადავუხადო კომპანია PRMC-ის, რომელმაც ასეთი კარგი საქველმოქმედო აქცია ჩაატარა. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ და გითხრათ, ის კამპანია, რომელიც თქვენ განახორციელეთ ბულინგის წინააღმდეგ, მართლაც უმნიშვნელოვანესია. ეს არის დღევანდელი გამოწვევა და ამ გამოწვევას ჩვენ უნდა ვუპასუხოთ სწორედ სპორტში მეტი ჩართულობით და ბევრი ასეთი დარბაზის გახსნით. რა თქმა უნდა, სამინისტრო მხარს უჭერს და ყოველთვის დაუჭერს ასეთი პროექტის განხორციელებას და ყოველთვის გვერდში დაუდგება როგორც ასეთი კამპანიების განხორციელებას, ასევე, ასეთი დარბაზების გარემონტებას და ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის მეტი საშუალების მიცემას, რომ სულ უფრო მეტი ბავშვი იყოს ჩართული სპორტში“, – განაცხადა შალვა გოგოლაძემ.

შალვა გოგოლაძემ ბერშუეთის სკოლას საჩუქრად ახალი ტატამი გადასცა#ძლიერებიარძალადობენ#სპორტიბულინგისწინააღმდეგ#ბერშუეთისთვის

Posted by ძლიერები არ ძალადობენ on ხუთშაბათი, 31 ოქტომბერი, 2019

  • 55
  •  
  •  
  •  
  •