ნაზი მაზანიშვილი: “ბიზნესის ჩართულობა მსგავს აქტივობებში არის მნიშვნელოვანი”

„მადლობა პროექტის ინიციატორებს, ნამდვილად რთული იყო, მისი ბოლომდე განხორციელება. ჩვენ ვიცით ეს, თვალი მივადევნეთ დასაწყისიდან დღემდე“, – განაცხადა კომპანია „ნოვას“ მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნაზი მაზანიშვილმა, საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის გახსნის ღონისძიებაზე.

„ნოვამ“, რომელიც 200-ზე მეტი დასახელების ქართულ პროდუქციას აწარმოებს, სკოლა სარემონტო მასალის ნაწილით მოამარაგა.

ნაზი მაზანიშვილი: „უღრმესი მადლობა „ნოვას“ და იმ კომპანიის სახელით, რომელიც ქმნის ქართულს, რომ მოგვეცით საშუალება, ამ მეტად მნიშვნელოვან პროექტში ჩავრთულიყავით. „ნოვა“ ქმნის 200-ზე მეტი დასახელების პროდუქციას და მოხარული ვართ, რომ „ნოვას“ ნაწარმი პროდუქციით მოხერხდა დღეს იმ ბავშვების ნათელ თვალებში იმ ბედნიერების სხივის დანახვა, რომელიც ბევრმა ჩვენგანმა ერთად ვიხილეთ. მადლობა პროექტის ინიციატორებს, ნამდვილად რთული იყო, მისი ბოლომდე განხორციელება. ჩვენ ვიცით ეს, თვალი მივადევნეთ დასაწყისიდან დღემდე. მადლობა ყველა იმ კომპანიას, ვინც გაითავისა და გააცნობიერა, რომ ბიზნესის ჩართულობა მსგავს აქტივობებში არის მნიშვნელოვანი“.

კომპანია "ნოვას" მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის უფროსი, ნაზი მაზანიშვილი

კომპანია "ნოვას" მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის უფროსი, ნაზი მაზანიშვილი: "ბიზნესის ჩართულობა მსგავს აქტივობებში არის მნიშვნელოვანი"

Posted by ძლიერები არ ძალადობენ on ხუთშაბათი, 31 ოქტომბერი, 2019

  • 16
  •  
  •  
  •  
  •