მანდატურის სამსახურის უფროსი: “ძლიერები არ ძალადობენ” მნიშვნელოვანი კამპანია იყო

მანდატურის სამსახურის უფროსი ანტიბულინგურ კამპანიას მხარდაჭერას უცხადებს და ბერშუეთელ ბავშვებს განახლებული სპორტული დარბაზის გახსნას ულოცავს.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი, გელა გელაძე ამბობს, რომ „ძლიერები არ ძალადობენ“ იყო მნიშვნელოვანი ანტიბულინგური კამპანია, რომელშიც სიამოვნებით იყვნენ ჩართული მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები. მანდატურის სამსახურის უფროსი სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს განახლებული სპორტული დარბაზის გახსნას ულოცავს და აღნიშნავს, რომ უწყება კამპანიას მხარს მომავალშიც დაუჭერს.

„ვფიქრობ, „ძლიერები არ ძალადობენ“ იყო ძალიან მნიშვნელოვანი კამპანია. ამ კამპანიის ფარგლებში, აუცილებელი,  სწორიდა მნიშვნელოვანი იყო სპორტული ცხოვრების, ჯანსაღი ცხოვრების წესის კომპონენტის ჩართვა. აღნიშნულ პროექტში მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები მონაწილეობდნენ. მიხარია, რომ პროექტის ეს ნაწილი წარმატებით დასრულდა და დღეს ბავშვებს აქვთ ახალი სპორტული დარბაზი. მანდატურის სამსახური მომავალშიც აუცილებლად მიიღებს აღნიშნულ კამპანიაში მონაწილეობას“, – განაცხადა გელა გელაძემ.

მანდატურის სამსახურის უფროსი: ძლიერები არ ძალადობენ მნიშვნელოვანი კამპანია იყო

Posted by ძლიერები არ ძალადობენ on ხუთშაბათი, 31 ოქტომბერი, 2019

 

  • 27
  •  
  •  
  •  
  •