ოზურგეთში ტრადიციული, სახალხო დღესასწაული “ალეგრობა” აღინიშნა

ოზურგეთში ტრადიციული, სახალხო დღესასწაული “ალეგრობა” აღინიშნეს.

“ჭადრების ბაღში“ მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობდა. გაიმართა სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების, აგრეთვე, ოზურგეთის ტურისტული პოტენციალის გამოფენა.

ბავშვებისთვის მოეწყო გასართობი სივრცე, ადგილობრივმა ფოლკლორულმა და საესტრადო ჯგუფებმა სხვადასხვა საკონცერტო ნომრები შეასრულეს. შედგა შოუ პროგრამა „ეროვნული სამოსი. მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ ის 11 წარმატებული ახალგაზრდა დააჯილდოვეს, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით 100 %-იანი გრანტი მიიღეს, მათ მუნიციპალიტეტისგან 3000-3000 ლარი გადაეცათ.

დასახელდნენ ოზურგეთის საპატიო და ღვაწლმოსილი მოქალაქეები. ალეგრობას მხარის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, ოთხი ქვეყნის: უკრაინის, იტალიის, ლიეტუვასა და პოლონეთის დელეგაციები ესწრებოდნენ.

ალეგრობა- 2019 გამორჩეული იყო იმითაც, რომ ხელი მოეწერა უკრაინის ქალაქ გენიჩესკსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, მოეწყო ორ მუნიციპალიტეტს შორის ისტორიული მეგობობის ამსახველი ფილმის ჩვენება და ფოტოგამოფენა. ქ. გენიჩესკის მერს ოზურგეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

ალეგრობა-2019 ჯგუფ „ალეგროს,“ „რეგიონის “ და გიორგი ტოროტაძის მონაწილეობით, გალა კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • 118
  •  
  •  
  •  
  •